Блог О пользователеgossipbox

Регистрация

G.S.B

Календарь

  Май 2011  

Пн Вт Ср Чт Пт Сб Вс
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

Теги

жизнь  музика 

На странице

мое мнение обо всем.

  • 9 мая 2011 | 13:38 GagUna :-) 



    LADY GAGA —  JUDAS

    ამ კლიპს დიდი სკანდალი ელის… კლიპი რომელიც 3 მაისს გამოვიდა დღეს 8-ში მას 7 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს. ეს არაა მხოლოდ. კლიპში რელიგიური ნიშნების გამოყენება ხალხში აგრესიას გამოიწვევეს. ფანებს კი უფრო შეაყვარებს. მოდით ვთქვათ,რომ გაგა ისევ მადონას ბაძავს. როგორც პოპ დივა რელიგიასა თუ პოლიტიკას იყენებდა თავის კარიერაში, ახლა გაგას დასჭირდა ეს უკანასკნელი.

     12 მოწაფე მოტოციკლეტზე მიმავალი, წინ იესო ქრისტეთი დამშვენებული გზას ადგანან. კლიპს იმდენი ნიუანსი აქვს, ბევრჯერ ყურების შემდეგ მიხვდები თუნდაც რა სიმბოლოს ატარებს, იუდაზე გაგას მიერ წასმულ წითელ პომადას, რომელიც სისხლს აღნიშნავს.  კადრში ჩანს სტეფანის მრავაფლეროვნება, სილამაზე, ქორეოგრაფია. თუმცა ეს როდია მხოლოდ საინტერესო, როდესაც კლიპის სცენარი დიდ ფიქრსა გვაიძულებს. აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გაგამ იესო შავკანიანად განასახიერა. იუდას ცუდი საქციელები კი მისი გარყვნილებით აისახება. ასევე ხაზი აქვს გასმული იმას,თუ როგორ პატიობს იესო იუდას.  ფეხების დაბანისას… მაგდალინელი (გაგა მის როლშია) იესოს ბანს ფეხებს და არა იუდას. გაგამ ბევრი სტილი მოირგო ამ კლიპში, თუმცა მისი დამცირებით სრულდება ის.


    პ.ს მაყურებლის ნებაა და მისი შესაფასებელია. თუმცა ფაქტია სახეზე ეს სკანდალია, რომელიც ისევ მისცემს შანს გაგას ერა დაიწყოს.

    Теги: музика

  • 8 мая 2011 | 16:23 Круто =] 

    გამიჩნდა სურვილი ბლოგის ქონისა :))
    რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, მის ყოველ ნაწილს, ჩემი თვალით დანახული მომენტები აქ დაიწერება. ეს იქნება სასაცილო, მოსაწყენი, დეპრესიული, არ აქვს მნიშვნელობა. არც რამეს მოვითხოვ მკითხველისგან, ვისაც ესურვება შეაფასებს :-)
    ორი სიტყვით გაგეცნობით, ვარ თეონა წოწორია. 1991 წელს 5 ნოემბერს გავჩნდი ამ ქვეყნად და მიხარია *..* ვსწავლობ სამედიცინოში, თუმცა ვმუშაობ ტელევიზიაში. დიახ, ბავშობაში ბევრი რამ მაინტერესებდა. თუმცა მასწავლებლები მეუბნებოდნენ, უნიჭო ხარ, ვერც მეტყველებ შენი რუსობასჩი ყოფნით… მაგრამ მათვის რომ დამეჯერებინა, ის რაც ვარ დღეს არ ვიქნებოდი. აი ესაა ჩემი ნიჭი :) მოკლედ ეს ჩემი ბლოგია და ყველას გელით :) :**

    Теги: жизнь